ბათუმის ბოტანიკური ბაღი პირველია იმ ტურისტულ ადგილებს შორის, რომელსაც ივნისში ყველაზე მეტი 33 891 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 31%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. ბოტანიკური ბაღის სტუმრების რაოდენობა გაზრდილია 6 თვის მონაცემებითაც. 2017 წლის, იანვარ-ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბაღში 6%-ით მეტი, 75 660 ვიზიტორი იმყოფებოდა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მონაცემებით, ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია ბათუმის დელფინარიუმშიც, რომელსაც ივნისში 19 586 ადამიანი სტუმრობდა. ეს მაჩვენებელი 38%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.