წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის მე-2 კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ მილიონ 18 ათას 900 სული შეადგინა. საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8.5 პროცენტით ნაკლებია. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ცხვრისა და თხის ჯამური სულადობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 5%-ით გაიზარდა და მილიონ 231 ათას 900-ს მიაღწია, 10.4%-ით გაიზარდა ღორის სულადობა, 0.4 %-ით შემცირდა ფრინველის რაოდენობა.