მიმდინარე წლის იანვარ-მარტში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არ შეცვლილა და კვლავ 8 მილიონ 700 ტონა შეადგინა. სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კი წინა წელთან შედარებით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის იანვარ-მარტში 80 მილიონი მგზავრი გადაიყვანეს, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი - 77 მილიონ 700 ათასი იყო. 2017 წლის არსებული მონაცემებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობამ 4 მილიონ 300 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2016 წლის ამავე პერიოდში 4.2 მილიონი ტონა იყო.