2020 წლის II კვარტალში საქართველოში 52 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში მომსახურება 271 მომხმარებელს გაეწია.
საქსტატის ინფორმაციით, სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2020 წლის II კვარტლის განმავლობაში 4 ათას 100 ტონა პროდუქცია იქნა შესყიდული.
საანგარიშე პერიოდში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 49 მილიონ 400 ათასი ლარის ღირებულების პროდუქცია, საიდანაც ყველაზე დიდი ნაწილი ადგილობრივი წარმოების იყო.