„ევროპული საქართველოს“ მდივანი ჯანდაცვის საკითხებში ვახტანგ კალოიანი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული ვაქცინები კორონავირუსის „ინდური შტამის“ მიმართ ეფექტურია.
კერძოდ, როგორც კალოიანი „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნავს, „ფაიზერი“ „ინდური შტამის“ მიმართ 80%-ის ფარგლებშია ეფექტური, "ასტრაზენეკა" 60%-იანი დაცვით ხასიათდება, ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ეფექტურობის ამსახველი ციფრები ჯერ გამოქვეყნებული არ არის, თუმცა, საუბრობენ, რომ ორივე ჩინური ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამის მიმართ ეფექტურია.