გასულ წელს საქართველოში მობილური ტელეფონების იმპორტი შემცირდა. 2016 წელს ქვეყანაში მილიონ 95 ათას 216 ცალი მობილური ტელეფონის იმპორტი განხორციელდა, 2015 წელს კი ამ მაჩვენებელმა მილიონ 198 ათას 857 ერთეული შეადგინა. 2016 წელსვე საქართველოში 112 667 ტელევიზორისა და 108 615 სარეცხი მანქანის იმპორტი მოხდა.