მიკროსაფინანსო ორგანიზაცაციების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მოცულობა გაიზარდა. 2018 წლის მე-3 კვარტალში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მოცულობამ 20 მილიონ 695 ათასი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3 მილიონ 949 ათასი ლარით მეტია. კერძოდ, 2017 წლის მესამე კვარტალში დასაკუთრებული ქონება 16 მილიონ 745 ათასი ლარი იყო.
ამასთან, სებ-ის ცნობით, 2018 წლის ოქტომბერში ბაზარზე 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებდა, მაშინ როცა გასული წლის ოქტომბერში 79 მიკროსაფინანსო იყო რეგისტრირებული.