ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილების გადაფორმებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრს საკითხის დაჩქარებული წესით განხილვისთვის მივმართეთ, რისი შესრულებაც მათთვის სავალდებულო იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განუცხადა.„სასამართლო გადაწყვეტილება წარვადგინეთ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოსთვის, დაწესებულებისთვის. იუსტიციის სახლისთვის სავალდებულო იყო ამ გადაწყვეტილების რეგისტრაცია. წარვადგინეთ განაცხადი დაჩქარებული წესით დარეგისტრირებაზე წილების ცვლილებასთან დაკავშირებით. რაც შესაბამისად, განახორციელა რეესტრმა“, - განაცხადა სალიამ.