ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის დაახლოებით 40 მილიონი დოლარია საჭირო. ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განცხადებით, "გერმანიის თანამეგობრობის საზოგადოებიდან" მიღებული გრანტის მეშვეობით აღდგენილია ვოლიერები. ასევე ახალი ვოლიერები აშენდა დათვების, მგლების, ნიამორების და ირმებისთვის.