2017 წელს მსოფლიოში 192 მილიონი ადამიანი უმუშევარი იყო. ამის შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გაი რაიდერმა განაცხადა. შესაბამისად, უმუშევრობის ზოგადი დონე დედამიწის შრომითუნარიანი მოსახლეობის 5,6%-ს შეადგენს.
ორგანიზაციის ცნობით, უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩრდილოეთ აფრიკაში ფიქსირდება, სადაც მოსახლეობის 11,7% ანუ 8 მილიონ 700 ათასი ადამიანი უმუშევარია. ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ ევროპაში კი უმუშევრობა 2008 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა. ამასთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, უმუშევრობის თვალსაზრისით, დადებითი დინამიკა ეკონომიკური კრიზისისგან დაზარალებულ საბერძნეთსა და ესპანეთში თვალსაჩინოა.