წლევანდელი "თბილისობის" ყველა ღონისძიებაზე ჯამში მილიონ ლარამდე დაიხარჯება, რაც 270 000 ლარით ნაკლებია წინა წელთან შედარებით, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე განაცხადა, სადაც "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიებები იმართება.როგორც ნარმანიამ აღნიშნა, წლევანდელი ”თბილისობა” სიახლეებით გამორჩეულია. მისივე თქმით, შემაჯამებელი ღონისძიება - გალა კონცერტი გაიმართება აბანოთუბანში, რომელიც ასევე წელს პირველად ძალიან საინტერესო კონცეფციითაა წარმოდგენილი.ნარმანიას განცხადებით, ასევე ტრადიციულად დაჯილდოვდებიან საპატიო თბილისელები. დღეს "თბილისობა 2017" იმართება. დღესასწაულის მთავარი ლოკაციები ახალი ტფილისი, რიყე და ლეღვთახევი იქნება.