20:48
3 ივლისი, 2022, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რამდენი მილიონი შევიდა მსუბუქი ატომობილების აქციზიდან ბიუჯეტში?
29-08-2017

1-ლი იანვრიდან, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის ზრდის შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, სახელმწიფო ბიუჯეტში წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 13.5 მილიონი ლარით მეტი შევიდა. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში, ბიუჯეტში 71,3 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში 57,8 მილიონ ლარზე მეტი იყო. ჯამში, ზოგადად აქციზის გადასახადის სახით ბიუჯეტში გადახდილმა თანხამ მიმდინარე წლის გასულ თვეებში 771 მილიონ 667 ათას ლარზე მეტი შეადგინა, რაც დაახლოებით 176 მილიონი ლარით აღემატება წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარჯვენასაჭიანების შემთხვევაში გასამმაგდა, ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში კი შემცირდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები