გასულ წელს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ძირითადი საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა 113 მილიონ 260 ათასი ლარი შეადგინა. კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მონაცემებით, მთლიანი შემოსავლებიდან, ყველაზე დიდი წილი ავტობუსებზე მოდის, რომელსაც მეტრო და საბაგიროები მოჰყვება. რაც შეეხება ხარჯებს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხარჯებმა 2016 წელს ჯამში, 131 მილიონ 750 ათასი ლარი შეადგინა. "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" 100%-იანი წილის მფლობელი თბილისის მერიაა. კომპანია 1966 წლიდან ოპერირებს.