2018 წელს აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ მილიონ 931 ათას 179 შეადგინა, რაც 14,7%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემებს. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რეგიონში ორ მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური უპრეცედენტო რაოდენობაა.
არსებული მონაცემები საქართველოს საზღვრის აჭარის სამი ადმინიტრაციული მონაკვეთის სარფის, ბათუმის აეროპორტისა და ბათუმის პორტის მონაცემებს ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის პროცენტული ზრდის მაჩვენებლით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ლიდერობს, საიდანაც აჭარაში 2017 წელთან შედარებით 23,7%-ით მეტი მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.