საქართველოში საგადასახადო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა ბოლო სამი წლის განმავლობაში 73,7%-ით 10 მილიონ 700 ათასი ოპერაციიდან 23 მილიონ 800 ათას ოპერაციამდე გაიზარდა.
კონკრეტულად - 2018 წლის ოქტომბერში საქართველოს ტერიტორიაზე საგადახდო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობამ ერთეულებში 23 მილიონ 807 ათას 812 შეადგინა. რაც შეეხება ოპერაციების რაოდენობას თანხებში, მიმდინარე წლის ოქტომბერში 2 მილიარდ 222 მილიონ 753 ათასი ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ინტერნეტით განხორციელებულ ოპერაციებს, ერთეულებში ოქტომბერში ამ რიცხვმა 3 მილიონ 973 ათას 965-ს მიაღწია, ოპერაციების მთლიანმა მოცულობამ თანხებში დროის იმავე პერიოდში კი 227 მილიონ ლარს გადააჭარბა.