კომერციულმა ბანკებმა 2018 წლის განმავლობაში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით თითქმის 85 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. ჯარიმებიდან ყველაზე მეტი - 29 მილიონ 331ათას 494 ლარის შემოსავალი „თიბისი ბანკმა“ მიიღო. მას მოსდევს „საქართველოს ბანკი“ – 19 მილიონ 343 ათას 330 ლარით. მესამე ადგილზე კი „ლიბერთი ბანკია“, რომლის შემოსავალმაც ჯარიმა/საურავებიდან 13 მილიონ 97 ათას 408 ლარი შეადგინა. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი - „კრედო“ და „ბანკი ქართუ“ ინაწილებენ.