აგვისტოში „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულების სახით 5 593 420 ლარი მიიღო. პარტიების მიერ აგვისტოში მიღებული შემოწირულობების ჯამური ოდენობა 7 742 021 ლარს შეადგენს.როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში განუცხადეს, აქედან ყველაზე მეტი შემოწირულობა - 5 593 420 ლარი „ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ მიიღო.