2017 წელს თბილისში 804 ერთეული მშენებლობა დამთავრდა და ქალაქს ჯამში, მილიონ 244 ათასი კვადრატული მეტრის უძრავი ქონება შეემატა. ამის შესახებ, თიბისი ბანკის, ISET-ისა (აისეტი) და forset-ის (fორსეტი) ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის პუბლიკაციაშია ნათქვამი.
კვლევის თანახმად, გასულ წელს ახალდამთავრებული შენობების 625 ერთეული საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე, 179 ერთეული კი – კომერციულ უძრავ ქონებაზე მოდის.
ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული დამთავრებული მშენებლობების რაოდენობა წლიურად 5%-ით გაიზარდა, თუმცა, მათი ჯამური ფართობი 13.9%-ით შემცირდა, რაც შეიძლება იმ ფაქტით აიხსნას, რომ დედაქალაქში ძირითადად მცირე ფართობის, მაგრამ დიდი რაოდენობით მშენებლობები მიმდინარეობს.