2017 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში ასაკით პენსიის მიმღები 725 ათას 963 პირია, მათ შორის 514 ათას 647 ქალია, 211 ათასი 316 კი მამაკაცი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2016 წელს ასაკით პენსიონერებზე გაიცა მილიარდ 469 მილიონ 165 ათას 816 ლარი, წელს კი აგვისტოს ჩათვლით გაცემულია მილიარდ 048 მილიონ 839 ათას 326 ლარი. ყოველთვიურად გადარიცხული თანხის ოდენობა ს დაახლოებით 131 მილიონ ლარს შეადგენს.საქართველოში თითოეულ მოქალაქეზე ასაკობრივი პენსია განისაზღვრება 180 ლარით.