2018 წელს Airbnb -ზე (ეიარბიენბიზე) ბინის გაქირავებიდან თბილისმა 23 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით 90%-ით მეტია. Galt&Taggart-ის (გალთენდთაგარტის)კვლევის მიხედვით, 2017 წელს ეს შემოსავალი სულ რაღაც 13 მილიონ დოლარს შეადგენდა.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, ბოლო წლების განმავლობაში შემოსავალთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება მიწოდების მაჩვენებელიც. 2018 წლის განმავლობაში, სისტემაში საშუალოდ თვეში 10 ათს 289 გასაქირავებელი ბინა იყო , 2017 წელს - 6 ათას 319, 2016 წელს კი 4 ათას 174. შესაბამისად, 2 წელში მიწოდება 2.5-ჯერ გაიზარდა.
ჭარბი მიწოდებით თბილისი მცირედით ჩამოუვარდება სტამბოლს. ამასთან, კვლევის მიხედვით ჯამური მოთხოვნა 2018 წელს თითქმის გაორმაგდა - ზრდამ 97.3% შეადგინა, ჯამურად თბილისში 562 ათას 320 ბინა დაიჯავშნა.