2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 მილიარდ 305 მილიონ 900 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, საიდანაც ექსპორტი 2 მილიარდ 751 მილიონი დოლარი იყო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი 423 მილიონ 868 ათასი დოლარით სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 316 მილიონ 628 ათასი დოლარი იყო; მესამე ადგილზე კი ფეროშენადნობების ჯგუფი იმყოფებოდა, რომლის ექსპორტმაც 301 მილიონ 254 ათასი დოლარი შეადგინა.
10 უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფს შორის მოხვდა - ოქრო დაუმუშავებელი, ნახევრადდამუშავებული ან ფხვნილის სახით. კერძოდ, საქსტატის ცნობით, ამ ჯგუფის ექსპორტმა გასულ თვეებში 61 მილიონ 12 ათას ამერიკული დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 58 მილიონ 207 ათასი დოლარი იყო.