წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 17.1%-ით გაიზარდა და 117 მილიონ 700 ათასი დოლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მილიონ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 92.7 პროცენტი მოდიოდა.გასულ თვეს ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან შემოვიდა, რომელსაც მოსდევს ამერიკის შეერთებული შტატები, იტალია, საბერძნეთი და ისრაელი.
აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.8 მილიონი დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 16.2 მილიონი დოლარისა.