რამდენი მილიონი დაიხარჯება საახალწლოდ ახალ ილუმინაციებში და როდის დაიწყება მათი მონტაჟი - Palitra News

რამდენი მილიონი დაიხარჯება საახალწლოდ ახალ ილუმინაციებში და როდის დაიწყება მათი მონტაჟი

2018-11-30 12:12:28+04:00

დედაქალაქს საახალწლოდ 2 093 789 ლარის ახალი ილუმინაციები ექნება. როგორც "თბილსერვის ჯგუფში" განაცხადეს, კომპანიას - IDO ილუმინაციების მოწოდების ბოლო ვადა 10 დეკემბერს აქვს.კომპანიაში განმარტავენ, დედაქალაქში ახალი საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, მოწოდებისთანავე დაიწყება."თბილსერვის ჯგუფმა" საახალწლო ილუმინაციების შესყიდვასთან დაკავშირებით ელექტრონული ტენდერი 24 ოქტომბერს გამოაცხადა, რომელიც კომპანიამ - IDO 2 093 789 ლარად მოიგო.მათივე ინფორმაციით, 2019 წელს დედაქალაქის უფრო მეტი უბანი შეხვდება საახალწლო დეკორაციებით.