საქართველოში რიგით მე-5 საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართა. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის 10 აგვისტოს დადგენილებაშია აღნიშნული, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვის სახელმწიფოს მიერ 42 მილიონ 667 ათას 518 ლარი გამოიყო. აქედან 32 მილიონ 127 ათას 177 ლარი არჩევნების ჩატარებას უნდა მოხმარებოდა. არჩევნებისთვის მოხელეთა გადამზადებისთვის მილიონ 190 ათას 617 ლარი; საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსებისთვის კი 2 მილიონ 111 ათას 674 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. ამასთან, დადგენილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის არჩევნების პირველ ტურზე, 7 მილიონ 238 ათას 50 ლარი უნდა დახარჯულიყო.