07:14
18 ნოემბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
რამდენი მილიონი დაიხარჯა საჯარო მოხელეების ხელფასებზე, პრემიებსა და დანამატებზე? - 6 თვის მონაცემი
09-08-2019

2019 წლის 6 თვის განმავლობაში, საჯარო მოხელეების ხელფასებზე, პრემიებსა და დანამატებზე 735.3 მილიონი ლარი დაიხარჯა. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი მკვეთრად აღემატება 2018 წლის 6 თვის განმავლობაში ამავე მიმართულებით დახარჯულ თანხას. აუდიტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ორ კვარტალში თანამდებობის პირთა ხელფასებში 507 მილიონი ლარი დაიხარჯა, დანამატის ხარჯმა 106.4 მილიონი ლარი, პრემიის ხარჯმა კი 2.9 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება შტატგარეშე შრომის ანაზღაურებას, ამაში 111.2 მილიონი ლარი დაიხარჯა. გარდა ამისა, 2019 წლის 6 თვის განმავლობაში საჯარო მოხელეებმა სამივლინებო ხარჯების დასაფარად 40.7 მილიონი ლარი დახარჯეს.

AutoPlay
პარლამენტი პიკეტირებულია - აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან კარვები კარვები გაშალეს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
პიკეტირება უპირისპირდება სახელმწიფო ინტერესებს - უმრავლესობა აქციის მონაწილეების ქმედებებს აფასებს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
დროებით არევა ჯობია მუდმივ არევას - კახა ოქრიაშვილი
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
"არ დაიჭირო, არ გაბედო..." - დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
"არ გაჩერდეთ, ბოლომდე იბრძოლეთ!" - მაკო გომური
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
"დადა მიყვარხარ დედი, თქვენი უკეთესი მომავლისთვის ვიბრძოლებთ..." - ანა სუბელიანი
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები