რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდა.ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოდან რუსეთში მაისში ექსპორტირებული იყო 4 მილიონ 522 ათას 250 ბოთლიღვინო, ივნისში - 4 მილიონ 209 ათას 866-ი, ხოლო ივლისშიექსპორტი - 3 მილიონ 550 ათას 264 ბოთლამდე შემცირდა, რაც 27%-ითნაკლებიაგასულიწლისივლისისექსპორტისმაჩვენებელზე.
რუსეთისგან განსხვავევით, გაზრდილია ექსპორტი სხვა ქვეყნებში. კერძოდ, მიმდინარე წლის 6 თვეში ამერიკის შეერტებულ შტატებში 354 ათას 874 ბოთლი ღვინო გავიდა, ჩინეთში 3 მილიონ 554 ათას 127 -ი, პოლონეთში კი მილიონ 821 ათას 802 ბოთლი ღვინო. ჯამში კი ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ მიმდინარე წლის 6 თვეში 98 მილიონამერიკულ დოლარს გადააჭარბა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თქმით,2019 წლის ზაფხულის პოლიტიკური მოვლენების შემდეგ, ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზარზე, რუსეთში ექსპორტის შემცირებამ და რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის იმპორტზე მოსალოდნელი სანქციების დაწესებამ, მაინც გააჩინა მოლოდინი, რომ მიმდინარე წლის რთველის პროცესში ღვინის მწარმოებლების მხრიდან ყურძნის შესყიდვის მოთხოვნა შემცირდება. ლევან მეხუზლას თქმით, ნეგატიური შედეგების ასარიდებლად აუცილებელია ბაზრის დივერსიფიცირება. ცნობისთვის, რთველი 2019 -ის საკოორდინაციო შტაბმა ქალაქ თელავში მუშაობა უკვე დაიწყო. როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, სააგენტო მაქსიმალურადაა მობილიზებული, რომმევენახეებს ყურძნის ჩაბარების პროცესში შესაძლო პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს და 2019 წლის რთველმა შეფერხებების გარეშე ჩაიაროს.