მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 45 ქვეყანაში 52 მილიონი 700 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 63%-ით აღემატება. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 55%-ით არის გაზრდილი ღვინის რეალიზაციით მიღებული შემოსავლებიც. ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთში, რუსეთში, უკრაინაში, პოლონეთსა და ლატვიაში. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია კი ასე გამოიყურება: რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, ყაზახეთი და პოლონეთი.