2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45 მილიონ 300 ბოთლი ღვინო, რაც 61%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 100 მილიონ 300 ათასი დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 55%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 51%, რუსეთი - 94% და უკრაინა უკრაინა - 42%. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულში რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, ყაზახეთი და პოლონეთი არიან.