2016 წლის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 50 მლნ-მდე ბოთლი ღვინო. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო იუწყება, აღნიშნული მაჩვენებელი 38%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მათი ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 113.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ით მეტია 2015 წლის მაჩვენებელზე.