2018 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 მილიარდ 324 მილიონ 700 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, საიდანაც ექსპორტი 3 მილიარდ 33 მილიონ 500 ათასი დოლარი იყო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 10 უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფს შორის მოხვდა ოქრო დაუმუშავებელი, ნახევრადდამუშავებული ან ფხვნილის სახით.
კერძოდ, საქსტატის ცნობით, ამ ჯგუფის ექსპორტმა გასულ თვეებში 65 მილიონ 600 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 64 მილიონ 700 ათასი დოლარი იყო.