Oxfam-ის მონაცემებით, მილიარდერების რაოდენოვა გაორმაგდა, ამჟამად მსოფლიოში 2 208 მილიარდერია. კვლევის მიხედვით, მილიარდერების კუთვნილი ქონების ღირებულება საერთო ჯამში, 2018 წელს 12%-ით გაიზარდა. Oxfam-ის მონაცმებით, გასულ წელს მდიდრებსა და ღარიბებს შორის სხვაობა გაიზარდა. კერძოდ, დედამიწაზე მცხოვრები 3,8 მილიონი უღარიბესი ადამიანის ქონება 50%-ით შემცირდა. კვლევის თანახმად, ამჟამად 3,8 მილიარდი უღარიბესი ადამიანის ქონების ტოლფას რესურსებს დედამიწის 25 უმდიდრესი ადამიანი ფლობს.
ანაგარიშის ავტორთა თქმით, ბევრ მდიდარ ქვეყანაში ბოლო წლებში გადასახადები შემცირდა, ხოლო განვითარებად ქვეყნებში მდიდრებს გადასახადებს არ უწესებენ. Oxfam-ის ცნობით, 2018 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა მსხვილი კორპორაციებისთვის დაწესებული გადასახადები, ხოლო განათლებისა და ჯანდაცვის ხარჯები ღარიბი მოქალაქეებისთვის გაიზარდა. ანგარიშის ავტორთა თქმით, მდიდარი ადამიანებისთვის გადასახადის 0,5%-ით გაზრდის შემთხვევაში, დაზოგილი თანხით შესაძლებელი იქნება 252 მილიონი ბავშვის განათლების ხარჯის დაფარვა და 3,3 მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.