საქართველოში საქონლის ხორცი 2 ლარით გაძვირდა. ბაზრობაზე ამბობენ, რომ თუ ერთი თვის წინ 1 კილოგრამი საქონლის ხორცის ყიდვა 18 ლარად იყო შესაძლებელი, ახლა 20 ლარი ღირს. ხორცით მოვაჭრეების თქმით ფასის ზრდა საქონლის ხორცის დეფიციტმა გამოიწვია. დეფიციტის მიზეზად კი ცოცხალი საქონლის ქვეყნიდან გაყვანას ასახელებენ. საქონლის ხორცზე, კიდევ რამდენიმე ლარით ფასის მატებას ვარაუდობენ ფერმერები. ბექა გონაშვილის თქმით, პრობლემას ქნის ადგილობრივი წარმოების არქონა, რაც მომავალშიც ხორცზე ფასის ზრდის მთავარი გამომწვევი ფაქტორი იქნება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოდან სულ ექსპორტზე 127 139 სული მსხვილფეხა პირუტყვი გავიდა, აქედან 79 250 სულის ექსპორტი აზერბაიჯანში, ხოლო 47 889 სულის ექსპორტი ერაყში განხორციელდა.