ახალარჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურის პერიოდში, 15 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, 3 038 654 ლარის ფულადი შემოსავალი მიიღო, ხოლო ამავე პერიოდში "ნაციონალურ მოძრაობას" 1 131 989 ლარი აქვს მიღებული. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატების მიერ მიღებული შემოწირულობისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციას აუდიტის სამსახური აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, ყველაზე დიდი თანხა პოლიტიკურმა სუბიექტებმა რეკლამაში დახარჯეს.