2018 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2.9%-ით გაიზარდა. ამის შესახებ საკონსულტაციო ცენტრი PMCG-ის კვლევაშია ნათქვამი.
კერძოდ, კვლევის თანახმად, ივლისში 3 ვარსკვლავიანი სასტუმროს საშუალო ფასი 148 ლარი, 4 ვარსკვლავიანის - 254 ლარი, ხოლო 5 ვარსკვლავიანის 455 ლარი იყო. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 518 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 443 ლარი, აჭარაში - 432, ხოლო კახეთში - 408 ლარი შეადგინა.
ამასთან, 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასი - სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში; ყველაზე დაბალი კი ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონში დაფიქსირდა. რაც შეეხება 4-ვარსკვლავიან სასტუმროებს, მაღალი ფასით სამცხე-ჯავახეთი და კახეთი; დაბალი ფასით კი - სამეგრელო-ზემო სვანეთი და იმერეთი გამოირჩეოდა.