თბილისში პარკირების საფასური A, B და C ზონების მიხედვით, განსხვავებული იქნება. საათობრივ პარკირებაზე ყველაზე დაბალი საფასური A კატეგორიის ადგილებზე, ყველაზე მაღალი კი - C ზონაში შესულ ქუჩებზე დაწესდება.
როგორც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი აცხადებს, მათი რეკომენდაციაა, რომ A კატეგორიის ქუჩაზე პარკირების საათობრივი საფასური 1 ლარი, B კატეგორიის ქუჩებზე - ლარი და 50 თეთრი, ხოლო C კატეგორიის ქუჩებზე - 2 ლარი იყოს.
ლალიაშვილის თქმით, A კატეგორიის ქუჩები შესაძლებელია იყოს გარეუბნებში და ისეთ ადგილებში, სადაც პარკინგზე მოთხოვნა ნაკლებია, B კატეგორიის იქნება საშუალოდ მოთხოვნადი ქუჩები, ხოლო C კატეგორიაში შევა ქუჩები, სადაც პარკინგზე მაღალი მოთხოვნაა.