„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხარჯი 1-ელიდან 21 სექტემბრის ჩათვლით, 4 305 178 ლარს შეადგენს, საიდანაც პარტიამ მხოლოდ რეკლამაში 3 197 851 ლარი დახარჯა.
როგორც პარტიის მიერ შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, რეკლამის ხარჯებიდან „ქართულმა ოცნებამ“ 1 067 461 ლარი სატელევიზიო რეკლამაში დახარჯა, 32 750.2 ლარი ბეჭდვურ რეკლამაში, ინტერნეტ რეკლამისთვის 267 797 ლარი გაიღო, გარე რეკლამისთვის 1 649 984 ლარი დახარჯა, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის 179 859 გადაიხადა.
ოპოზიციური პარტიებიდან, პირველიდან 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, რეკლამაში ყველაზე მეტი - 913 272 ლარი „სტრატეგია აღმაშენებელმა“ დახარჯა.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, საარჩევნო ბანერებსა და სხვა სახის რეკლამაში გადახდილი თანხის მიხედვით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ შემდეგ მოდის, „ევროპული საქართველო“, მან 593 905 ლარი დახარჯა. „ლელო საქართველოსთვის“ რეკლამაში 408 765 ლარი აქვს გადახდილი. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 188 068 ლარი.