კონტინენტების რაოდენობის შესახებ ბევრს მსჯელობენ - მათ შორის, ონლა-ინფორუმებზეც. ინტერნეტში მოძიებული მასალების მიხედვით, არსებობს მოსაზრებების რამდენიმე ვერსია - შვიდი, ექვსი, ხუთი და ოთხი კონტინენტის შესახებ. შვიდი კონტინენტის მოდელს უმეტესად ჩინეთში, ინდოეთში, პაკისტანში, ფილიპინებზე, დასავლეთ ევროპასა და ინგლისურენოვანი ქვეყნების უმეტეს ნაწილში ასწავლიან. ექვსი კონტინენტის შესახებ, სადაც ევროპა და აზია ერთ კონტინენტად - ევრაზიად მოიაზრება, უმეტესად რუსეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და იაპონი-აში ისწავლება. ასევე 6 კონტინენტიანი მოდელი, სადაც ჩრდილოეთ და სამ-ხრეთ ამერიკებია გაერთიანებული, სწორად მიიჩნევა საფრანგეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, ესპანეთში, რუმინეთში, ლათინურ ამერიკასა და საბერ-ძნეთში. დედამიწის ხუთკონტინენტიანი მოდელი კი ამავე მოსაზრებიდან არის მიღებული, ანტარქტიკის გამორიცხვით. ოთხკონტინენტიანი მოდელი ერთად აჯგუფებს ევროპას, აზიასა და აფრიკას, გამორიცხავს ანტარქტიკას.
გასულ წელს კი მეცნიერებმა სავარაუდო მერვე კონტინენტის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს. გეოლოგებმა მიაგნეს ზილანდიას, 4.9 მილიონი კვადრა-ტული კილომეტრის მოცულობის მიწის მასას, რომლის 94% წყლით არის და-ფარული. 11 მეცნიერი, რომელიც ზილანდიის კონტინენტად აღიარების თე-ორიას უჭერდა მხარს, აღნიშნავენ, რომ ზილანდია დედამიწის დაფარული კონტინენტია და სრულიად სამართლიანად მერვე კონტინენტად უნდა იქნეს მიჩნეული.
National Geographic ცნობით დედამიწაზე 7 კონტინენტია - ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ევროპა, აფრიკა, აზია, ავსტრალია, ანტარქტიკა, ზი-ლანდია კი მადაგასკართან, კერგელენის პლატოსთან და იან-მაიენთან ერთად მიკროკონტინენტად არის აღნიშნული.