ამერიკელმა მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი იზარალა დონალდ ტრამპის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. ვოლ სტრიტ ჯორნალის ინფორმაციით, 8 ნოემბერს აშშ-ში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის ლიდერობის ფონზე ფიუჩერსების კოტირება ამერიკულ საფონდო ბირჟებზე მკვეთრად დაეცა, თუმცა მეორე დღეს მნიშვნელოვნად გაიზარდა. გამოცემის ცნობით, სოროსი არჩევნების მეორე დღეს ბაზრების მკვეთრ დაცემას ელოდა, თუმცა ზრდამ ნეგატიური გავლენა მოახდინა ინვესტორის ფონდის კაპიტალიზაციაზე და შედეგად სოროსს მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიადგა.