რამდენი დღეა გადამდები გრიპით დაავადებული ადამიანი? - მიიღეთ საჭირო ინფორმაცია, რაც ვირუსის დროს დაგეხმარებათ - Palitra News

რამდენი დღეა გადამდები გრიპით დაავადებული ადამიანი? - მიიღეთ საჭირო ინფორმაცია, რაც ვირუსის დროს დაგეხმარებათ

2019-01-08 10:37:44+04:00

უმეტესწილად გრიპის მქონე ადამიანი გადამდებია დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე 1 დღით ადრე და გამოვლენიდან 5-7 დღის განმავლობაში. ბავშვები ჩვეულებრივ 7 დღეზე მეტხანს არიან გადამდები. გრიპი ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან ან ზედაპირებთან შეხებით. თუ ვირუსი თვენს ორგანიზმში მოხვდა, გრიპის სიმპტომების გამოვლენა ჩვეულებრივ დაგვეწყებათ მოხვედრიდან საშუალოდ 2 დღის განმავლობაში. გრიპის გართულებების, ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან: • ჩვილები და ადრეული ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით 2 წლამდე; • ორსულები და ხანდაზმულები 65 წელს ზევით;• ქრონიკული დაავადების მქონე პირები

გართულებების გარეშე მიმდინარეობისას 4 დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურა ნორმალიზდება და მე‐7‐10 დღიდან იწყება გამოჯანსაღება. გადატანილი ინფექციის შემდეგ 14‐20 დღის განმავლობაში შესაძლებელია დარჩეს სასუნთქი გზების გაღიზიანება. ვლინდება ხველა, სისუსტე, გაღიზიანება.

იხილეთ:

რა სიმპტომების დროს უნდა მიმართოთ დაუყოვნებლივ ექიმს და რა შემთხვევაში უნდა დარჩეთ სახლში? - დეტალური რჩევები ხველებისა და ჰიგიენის ეტიკეტის დაცვაზე