13:06
21 სექტემბერი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რამდენი დახარჯეს შიდა ტურისტებმა საქართველოში - საქსტატი
16-09-2020

2020 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 89 მილიონ 200 ათასი ლარით განისაზღვრა. აღნიშნული მაჩვენებელი 25.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 23.2 პროცენტით და 132 ლარს უტოლდება.

2020 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, ადგილობრივი ვიზიტორები ყველაზე მეტს - 45 ლარსა და 20 თეთრს ხარჯავენ საყიდლებზე; მას მოსდევს საკვები და სასმელი - 37 ლარითა და 50 თეთრით; მე-3 ადგილზეა ტრანსპორტი - 26 ლარითა და 10 თეთრით.

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 596 ათას 500-ით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე 675 ათას 700 ვიზიტი განახორციელეს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები