გრიპის ვირუსთან საბრძოლველად წელს სახელმწიფოს 11 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული, საიდანაც 1 მილიონი ანტივირუსული პრეპარატის -„ტამიფლუს“ შესაძენად დაიხარჯა. ეს თანხა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არის გათვალისწინებული და მთლიანად ინფექციურ დაავადებებზე დაიხარჯება.
შეგახსენებთ, რომ ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ 12 იანვრიდან ყველასთვის უფასო გახდა. 24 იანვრიდან საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 3 ათასი დოზა შემოიტანეს.