ჟინვალი-ლარსის მიმართულებით 111 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, ხოლო ქვეშეთი კობის მიმართულებით 26 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა იგეგმება. საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ესპანურ კომპანია აიდომს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, უნდა მომზადდეს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის დოკუმენტები. აღნიშნული პროექტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება.
საპროექტო სამუშაოების ვადა 14 თვეა და მისი ღირებულება 3 მილიონ 156 ათას 240 ევროსა და 4 მილიონ 201 ათას 392 ლარს შეადგენს. პროექტირების დასრულების შემდეგ, ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება.