რამდენი და რა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილიდან - სახეობასა და რაოდენობებს ადვოკატი ასახელებს - Palitra News

რამდენი და რა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილიდან - სახეობასა და რაოდენობებს ადვოკატი ასახელებს

2019-04-24 14:37:03+04:00

0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ტაბლეტი, ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილის ჩხრეკისას, - ამის შესახებ პალიტრანიუსს ნარკოდანაშაულზე ბრალდებული მსახიობისა და ბიზნესმენის, ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გადაწყვიტა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება. შეგახსენებთ ბიზნესმენი და მომღერალი ლევან ჯიბღაშვილი 22 აპრილს დააკავეს, გუშინ მას ბრალი წაუყენეს ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა შენახვის ბრალდება და გუშინვე გირაოს საფუძველზე გათავისუფლეს.