სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში ავტომობილების იმპორტი 30,2%-ით და 26 585 ერთეულით შემცირდა. კერძოდ, 2017 წელს ქვეყანაში 474 მილიონ 360 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების 61 ათას 428 მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა. 2016 წელს კი სულ 88 ათას 13 ავტომობილი შემოვიდა, რომელთა საერთო ღირებულებაც 477 მილიონ 40 ათასი დოლარი იყო.
2017 წელს იმპორტიორი ქვეყნების სამეულში ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობდა, საიდანაც გასულ წელს 61 ათას 428 ერთეული ავტომობილი შემოვიდა. მას მოსდევს იაპონია - 17 ათას 280 ერთეულით, ხოლო მე-3 ადგილზეა - გერმანია, საიდანაც 4 ათას 680 ერთეული ავტომობილი შემოვიდა.