2019 წლის 15 იანვრის მონაცემებით მანდარინის ექსპორტმა 28 ათას 855 ტონა შეადგინა, მაშინ როცა შარშან ამავე პერიოდში ექსპორტირებული იყო 22 ათას 306 ტონა. ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩება რუსეთი და უკრაინა, ასევე საექსპორტო ქვეყნებს შორისაა: სომხეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ბელორუსი, ყირგიზეთი და ლატვია. მანდარინზე საბითუმო ფასი 40 თეთრიდან 70 თეთრამდეა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ, 2018 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 14 იანვრის მდგომარეობით 11 ათას 855 ტონა შეადგინა. გასული წლის ანალოგიური პერიოდისთვის კი, აღნიშნული მაჩვენებელი 8 ათას 259 ტონა იყო.