ხმაურის შესახებ კანონის დარღვევისთვის ჯარიმის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 11 თვეში დაახლოებით, 77 ათას 700 ლარი შევიდა. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 2017 წლის 15 აგვისტოდან 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში ხმაურთან დაკავშირებულ სამართალდარღვევაზე სანქცია 133 ფიზიკურ და 98 იურიდიულ პირს დაეკისრა.
შეგახსნებთ, რომ ხმაურის შესახებ კანონზე რეგულაციები ძალაში 2017 წლის 15 აგვისტოდან შევიდა, რომლის მიხედვითაც 23 საათიდან დილის 8 საათამდე ხმაურზე შეზღუდვები დაწესდა.