2017 წელს საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა გაიზარდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების “საქაერონავიგაციის” სტატისტიკის მიხედვით, ფრენები 13%-ით არის გაზრდილი.
მათი ცნობით, გაიზარდა როგორც საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და გამფრენი, ასევე სატრანზიტო რეისების რაოდენობა.
კერძოდ, 2017 წლის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 142 ათას 26 ინსტრუმენტალური ფრენა, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 16 ათას 242 ფრენით მეტია.