"ბლუმბერგის" მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, 1 წელიწადში ბიძინა ივანიშვილის ქონება გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ მილიარდერთა რეიტინგში საქართველოდან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია წარმოდგენილი. კერძოდ, Bloomberg-ის მიხედვით, ივანიშვილის ქონება ერთ წელში 570 მილიონი დოლარით გაიზარდა.
26 დეკემბრის მდგომარეობით, ივანიშვილი რეიტინგში 371-ე პოზიციაზე იმყოფება და მისი ქონება 5 მილიარდ 520 მილიონ დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც წინა წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით მისი ქონება 4 მილიარდ 950 მილიონი დოლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი - 2013 წელს იყო, როცა 6 მილიარდ 400 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა.
ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია, რომელშიც სულ 500 მილიარდერია.