მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის შემდეგ პოლიტიკური ოპონენტები ვერ თანხმდებიან რამდენად მასშტაბური იყო გუშინდელი შეკრება. ოპოზიცია ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა ყოფილ პრეზიდენტს მხარდაჭერა, ხელისუფლებას კი პროტესტი ღიად გამოუცხადა. მათი თქმით, მმართველი გუნდის განცხადები, რომ თავისუფლების მოედანზე მხოლოდ 10 ათასი ადამიანი იდგა, საზოგადოების მოტყუების მცდელობაა.