საქართველოში საქალაქთაშორისო სატრანსპორტო საშუალებების დიდი ნაწილი გაუმართავია. სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის ტრანსპორტის კონტროლი ნაკლებია, შესაბამისად რეგიონების მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში უსაფრთხოების პირობები მძღოლის ნებაზეა მიშვებული. ტრანსპორტის სააგენტო რამდენიმე წელია საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობს, თუმცა რეგულაციები ამ დრომდე არ ამოქმედებულა. სფეროში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის, უსაფრთოების წესების დარღვევის და კონკურენციის არარსებობაზე საუბრობს ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმის HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორიც. ვასო ურუშაძის განმარტებით, ბაზარზე გამჭვირვალე თამაშის წესები უნდა გაჩნდეს.